მონაწილეობის წესები

საიტზე შემოთავაზებულია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე შედგენილი ტესტები.

ტესტების სირთულე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისთვის არის შედგენილი ტესტები, მოსწავლეებისათვის თუ სტუდენტებისათვის.

თითოეული ტესტი შედგება სხვადასხვა რაოდენობის კითხვებისაგან და თითოეულში დაწესებულია საშუალოდ 70-80 %-იანი ზღვარი.

საიტის მომხმარებელს უფლება აქვს, მისი სურვილისამებრ, რამდენჯერმე გაიაროს ერთი და იგივე ტესტი თუკი პირველ ჯერზე ვერ გადალახავს ზღვარს, ეს ხელს არ უშლის მას მონაწილეობა მიიღოს სხვა ტესტის ამოხსნაში.

საიტზე არსებული ტესტების სპეციალურად გამოყოფილ გრაფებში მომხმარებლის მიერ პირადი მონაცემების მითითებით, მომხმარებელი გამოთქვამს თანხმობას საგანმანათლებლო მიზნებისათვის მიიღოს ინფორმაცია ახალი კურსების და სხვა სიახლეების შესახებ.


ტესტირების მიზანი

მოსწავლეებისათვის შედგენილი ტესტების შინაარსი ნაკლებად არის გაჯერებული რთული იურიდიული ტერმინებით, მაგრამ შეიცავს საჭირო ტერმინოლოგიას. თითოეული ტესტის შინაარსი ორიენტირებულია იმაზე, რომ ლოგიკური აზროვნების შედეგად მოსწავლემ მარტივად შეარჩიოს სწორი პასუხი და დააგროვოს ცოდნა, რადგან ტესტის პასუხები არ ემყარება მხოლოდ კანონში არსებულ სიტყვსიტვით წყობას და მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად ჩართული იყოს ლოგიკური ელემენტი.

საიტზე შემოთავაზებული ტესტები ორიენტირებულია არა მარტო ცოდნის შემოწმებაზე, ასევე სწავლებაზე. კერძოდ, ჩვენ მოსწავლეს/სტუდენტს იმიტომ ვაძლევთ შესაძლებლობას რამდენჯერმე გააკეთოს ერთი და იგივე ტესტი, რომ ამით იგი იმახსოვრებს სწორ პასუხებს, უკეთ აანალიზებს ტესტის სპეციფიკას და ეს პროცესი მის ცოდნაზე დადებითად აისახება.

გარდა ამისა, რამდენჯერმე მონაწილეობის უფლებას ის დადებითი მხარე აქვს, რომ მოსწავლე/სტუდენტი, რომელმაც ერთჯერადად ვერ გააკთა ტესტი, უფრო მოტივირებული ხდება და კიდევ ცდის მისი ცოდნის ხელმორედ შემოწმებას.


სერტიფიკატის გაგზავნის წესი

თითოეული ტესტის გავლის შემდეგ მომხმარებელს გაეგზავნება სერტიფიკატი/სიგელი, რომელიც შედგენილი იქნება ქართულ ან/და ქართულ-ინგლისურ ენაზე.

სერტიფიკატის მისაღებად მოსწავლემ/სტუდენტმა ტესტის ბოლოში არსებულ სპეციალურ გრაფაში უნდა მიუთითოს მისი სახელი, გვარი და ელ. ფოსტის მისამართი (საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია ტესტის სპეციფიკიდან გამომდინარე).

სერტიფიკატის გაგზავნა ხდება ელექტრონული ფორმით, რომელსაც აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორც ბეჭდურს. სერტიფიკატი დამოწმებულია ხელმძღვანელი პირების ხელმოწერით/ორგანიზაციის ბეჭდით. არასრული ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, სერტიფიკატი არ გაიგზავნება.

იქიდან გამომდინარე, რომ საიტზე ბევრი მომხარებელი ღებულობს მონაწილეობას ტესტების ამოხსნაში და მათთვის ინდივიდუალურად მზადდება სერტიფიკატები/სიგელები, აპლიკანტისთვის სერტიფიკატის/სიგელის გაგზავნის საშუალო პერიოდია 3-5 დღე.

საიტზე განთავსებული ტესტების შინაარსის მცდარობა გამორიცხულია, რადგან შედეგნილია კვალიფიციური იურისტების მიერ და შესაბამისად ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქტი სრულად მიესადაგება ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას.

საიტზე არსებული ინფორმაცია (ტესტები, ფოტოები, ვიდოები, მონაცემები, გამოკითხვები, გამოკითხვის შედეგები, ასევე ლინკით გადამისამართებულ გვერდზე არსებული მასალები/შედგენილი ტესტები/კაზუსები და სხვა ინფორმაცია) წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და საავტორო უფლების დაცვის ობიექტს, შესაბამისად ნებართვის გარეშე მისი კომერციული ან სხვა მიზნისათვის გამოყენება დაუშვებელია.